logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ვისაც ინფექცია გადატანილი აქვთ, 6-დან 8 თვემდე განმეორებითი ინფექციისგან დაცულები არიან
- +

30 ნოემბერი. 2020. 01:20

 

 

ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ადამიანები, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვთ, 6-დან 8 თვემდე განმეორებითი ინფექციისგან დაცულები არიან.

 

ამის შესახებ მან “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

 

“ძალიან კარგი ავტორიტეტული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანს ორი მახსოვრობის სისტემა აქვს. ერთი არის-ანტისხეულები და მეორე – მახსოვრობის უჯრედები. ორივე ყალიბდება, როდესაც კორონავირუსს ან სხვა ვირუსს შეხვდება ადამიანი. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანის შემდგომ აქვთ მსუბუქი ტიტრი ან არ აქვთ ანტისხეულები, არ ნიშნავს იმას, რომ მათ მუდმივი მახსოვრობა არ აქვთ.

 

6-დან 8-თვემდე მსუბუქ-დაავადება გადატანილი პაციენტები მინიმუმ დაცულები არიან განმეორებითი ინფექციისგან,”- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი