logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში არსებული ინფიცირებულთა რაოდენობის მართვა იმ ქვეყნებსაც უჭირთ, რომელთაც ჯანდაცვის სისტემა საათივით აქვთ აწყობილი
- +

30 ნოემბერი. 2020. 18:30

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ სიტუაცია მარტივი არ არის, ეს მოცემულობა გამოწვეულია, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ძალიან სერიოზული მიზეზით, როდესაც პაციენტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის ქრონიკაში“ პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

 

„შაბათ-კვირას მიმართვიანობა მცირდება, ლაბორატორიაც კი არ მუშაობს და ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ. როდესაც ჩვენ პაციენტებს მასობრივად ვერ ვიკვლევთ, როდესაც ოჯახში ერთი წევრი ინფიცირებულია და 3-4 ადამიანი ავად არის, ამას ექიმები ვგრძნობთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ 2-3-ზე ვამრავლებთ იმ ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვს, რაც რეალურად გვაქვს.

 

ასეთი რაოდენობის პაციენტების მართვა ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება და უჭირს. არ არსებობს ქვეყანა, რომ ამას იოლად გაუმკლავდეს, ის ქვეყნებიც კი, სადაც ჯანდაცვის სისტემა საათივით არის აწყობილი. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხარვეზები არ გვაქვს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი