logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში სისტემა იმდენად კარგად არის განვითარებული, ყველა სოფლის ლაბორატორიაში შეიძლება მივიტანოთ ვაქცინა
- +

30 ნოემბერი. 2020. 19:33

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი  ბიძინა კულუმბეგოვაცხადებს, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობა მასობროვად მთელ მსოფლიოში 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.საკითხზე მან ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„გამოკითვების მიხედვით, მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ სჯერა სწრაფად შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოების, ამიტომ, ერთი მხრივ, ამას პოზიტიურადაც ვუყურებ, რადგან ვამბობ, რომ გამოსცადონ აშშ-ში, ინგლისსა და გერმანიაში ამის შემდეგ ჩამოვიდეს ჩვენთან. ვიყოთ რეალისტები და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ვაქცინები საქართველოში გაზაფხულზე იქნება.

 

ჩვენს ქვეყანას სისტემა იმდენად კარგად აქვს განვითარებული, რომ ყველა სოფლის ლაბორატორიაში შეიძლება მივიტანოთ ეს ვაქცინა“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

big_banner
არქივი