logo_geo
ლევან რატიანი: ამ ეტაპზე, კახი კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია - დადებითი დინამიკა გვაქვს
- +

30 ნოემბერი. 2020. 23:26

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის შედარებით სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება.

 

„ბატონი კახი კავსაძე შემოვიდა რამოდენიმე დღის წინ, ჩვენ კლინიკაში. კლინიკურად სახეზე იყო ჰემორაგიული შოკი, დადასტურებული კოვიდინფექცია. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დადებითი დინამიკა გვაქვს, ასევე, დადებითი დინამიკა გამოიხატება სუნთქვის პარამეტრების მხრივ. ვიმედოვნებ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. დიდი სურვილია მედპერსონალის და პირადად ჩემი, რომ ბატონი კახი გაეწეროს კლინიკიდან გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა ლევან რატიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი