logo_geo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს
- +

4 დეკემბერი. 2020. 03:16

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს. ამის შესახებ მან  „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

ჩვენ გავაფართოვეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ც-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი