logo_geo
კობა არაბული: საქართველოს პრეზიდენტი უნდა გახდეს ირაკლი ღარიბაშვილი!
- +

4 აპრილი. 2017. 15:58



მწერალმა და პუბლიცისტმა კობა არაბულმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანის პრეზიდენტი ღარიბაშვილი უნდა გახდეს. მისივე თქმით, საქართველოს იქამდე არ ეშველება, სანამ ამერიკის პრეზიდენტს არ აჰყვება და ლიბერალიზმის დემონტაჟი არ დაიწყება.


„საქართველოს პრეზიდენტი უნდა გახდეს ირაკლი ღარიბაშვილი! სწორედ ეს არის ერთადერთი შანსი და შემონახული კოზირი! მან თავიდან უნდა დაიწყოს „დაბადება" და საკუთარი ქვეყნისა და ერის მისიის დანახვა!

 

საერთოდ, ჩვენს ქვეყანას მანამდე ვერ ვუშველით, სანამ ამერიკის პრეზიდენტს არ ავყვებით და ლიბერალიზმის დემონტაჟს არ დავიწყებთ! დიახ, ბუშების, ობამების, კლინტონების ლიბერალიზმში ჩარჩენილი ქვეყანა ვერ გადარჩება!

 

ლიბერასტებისა და ნაცების შიშით რუსეთს ვერ ველაპარაკებით, რაც კატასტროფაა და თანდათან ყველაფერს ვკარგავთ!" - აცხადებს არაბული.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი