logo_geo
მარინა ენდელაძე: მენატრება ჩახუტება...
- +

8 დეკემბერი. 2020. 23:26

 

„შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. თვითონ მიფრთხილდება ძალიან“ - ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალ „სარკეს“ განუცხადა.

 

 

„შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. თვითონ მიფრთხილდება ძალიან, ვუთხარი, სამსახურში არ დავინფიცირდები, იქ ვიცავ თავს და შენ არ მომიტანო-მეთქი, შესაბამისად, ცდილობს, დაიცვას ყველა რეგულაცია და არ მომიტანოს ვირუსი, გვაქვს პირობები და შეგვიძლია ერთმანეთისგან იზოლირებულად ვიყოთ.

 

 

სიმართლე გითხრათ, მენატრება ჩახუტება, მაგრამ ვცდილობ არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო, მე სულ კონტაქტი მაქვს ინფიცირებულებთან და რა დროს რა იქნება, არ ვიცი, თვითონ მიწყობს ხელს ჩემი შვილიშვილი, ძალიან კარგი ბიჭია“, - განაცხადა მარიან ენდელაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი