logo_geo
ერეკლე საღლიანი: მსოფლიო პანდემია შემთხვევითი არ არის
- +

10 დეკემბერი. 2020. 03:01

 

 

„ამ ეპიდემიის დროს ვცდილობ დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახის წევრებიც, იშვიათად გავდივართ გარეთ, ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას და ჯერჯერობით შევძელით თავის დაცვა...“, - ამის შესახებ მწერალმა ერეკლე საღლიანმა „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„ვფიქრობ, მსოფლიო პანდემია შემთხვევითი არ არის, იყო ძნელბედობა ჩვენს ისტორიაში, მაგალითად მოვიყვან მონღოლების ხანას, როცა ჩვენი ეკლესიის პოზიცია სწორი იყო – მეთაურები ხალხს ჩააგონებდნენ, რომ ეს იყო ღვთის სასჯელი ჩვენი საქციელის გამო. რაციონალური და ირაციონალური სამყარო არ არის ერთმანეთისგან გათიშული, პირიქით, ერთმანეთს ავსებენ – ანუ კორონავირუსი იმის გამოძახილია, რაც ჩვენ ჩავიდენთ.

მე–20 საუკუნის ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა, ადამიანი არის ის, რაც არ შედგაო. გარკვეულწილად არის ამაში სიმართლე და იმისთვის, რომ პანდემია გაქრეს, ადამიანი ავის თავს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის პირველი წამალი, თორემ რამდენი ვაქცინაც უნდა გამოიგონონ, არ უშველის. უპირველესად, უნდა გავათავისუფლოთ საკუთარი თავი შემბოჭავი მარწუხებისგან. ცხოვრების წესი, რომელიც დღეს დედამიწაზეა გამეფებული, ადამიანს აიძულებს მოლიპული გზებით იაროს. ეს მის სულში ილექება, ბოლოს კი ცოდვები, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებს, გარსს იკეთებს და სულიერ სამყაროში ადის. ქართველები ბედნიერი ხალხი ვართ იმით, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული აღმსარებლობა გვაქვს. უნდა დავუბრუნდეთ დედაეკლესიას, ვიცხოვროთ ღვთის კანონებით...“, - განაცხადა საღლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი