logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ
- +

13 დეკემბერი. 2020. 11:00

 

 

„ჩვენს ქვეყანას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაინც რომ შემოეღო შეზღუდვები, დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

 

კულუმბეგოვმა ვირუსის გავრცელება ცეცხლს შეადარა და განაცხადა, რომ თუ შეზღუდვებს სწრაფად გავამარტივებთ და ბევრ „შავ პარასკევს“ მოვიწყობთ, დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან და იანვარში რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ.

 

„არავითარ სრულფასოვან გახსნაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. 5 ათასი შემთხვევაა ყოველდღიურად და ექიმები და საავადმყოფოები ზღვარზე არიან. 30 000-ს გადააჭარბა უკვე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობამ. უპრეცენდენტო შემთხვევაა… დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან და იანვარში რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

big_banner
არქივი