logo_geo
არჩილ თალაკვაძე გიორგი გაბუნიას: 2009 წელს მომხდარი 205 მკვლელობიდან თქვენ მხოლოდ 76 გააშუქეთ
- +

5 აპრილი. 2017. 18:26


 

რა გასაკვირია, რომ  მაყურებელს, რომელიც თქვენ გიყურებთ, რჩება განცდა, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონემ მოიმატა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში.

 

„მე შეგახსენებთ „რუსთავი 2"-ის ძალიან საინტერესო ტელეგამოკითხვას, რომელიც თქვენ არჩევნებამდე ჩაატარეთ და გაუშვით ეთერში. იქ თქვენ პირდაპირ ეკითხებოდით მოსახლეობას, თუ როგორი განცდა ჰქონდა მას, გაიზარდა თუ არა კრიმინალის დონე, უმრავლესობა გპასუხობდათ, რომ გაიზარდა. თქვენი მეორე შეკითხვა კი იყო, თუ საიდან იცოდა საზოგადოებამ კრიმინალის ზრდის შესახებ, პირადად შეეეხო მათ ეს თუ სხვა წყაროთი გაიგეს. იმავე სიუჟეტში, რესპონდენტთა 80%-მა გამოკითხვაში დააფიქსირა, რომ ეს გაიგო მედიითა და სხვა საშუალებით, ანუ პირადად არ შეხებია. 2009 წელს, 205 მკვლელობიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, მთლიანად მედიამ და არა მხოლოდ „რუსთავი2"-მა მხოლოდ 76 გააშუქა, 2010 წელს მომხდარი 180 მკვლელობიდან მხოლოდ 66 გაშუქდა, 2015 წელს  მომხდარი 100 შემთხვევიდან კი თქვენ გააშუქეთ 88 შემთხვევა. აქ ჩანს, რომ კრიმინალის გაშუქებამ მოიმატა და რა გასაკვირია, რომ  მაყურებელს რომელიც თქვენ გიყურებთ, რჩება განცდა, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონემ მოიმატა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


 

big_banner
არქივი