logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპის ვაქცინით აცრილ ადამიანებში კორონავირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს
- +

13 დეკემბერი. 2020. 11:59

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დილის შოუ“ გრიპის ვაქცინის ეფექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომელთაც აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარეს, კორონავირუსს შედარებით მარტივად უმკლავდებიან.

 

მისივე განმარტებით, COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვა სეზონური გრიპის შემთხვევათა რაოდენობასაც ამცირებს.

 

„გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, სამყარო „ამოტრიალებულია“; როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთში ზაფხულია და - პირიქით. როცა ჩვენთან ზაფხული იყო, ბრაზილიაში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში და ა.შ. იყო ზამთარი. შესაბამისად, სადაც იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ატარებდნენ პირბადეს და ვაქცინაცია კარგად იყო გავრცელებული, გრიპის გავრცელების უპრეცედენტოდ დაბალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამავე დროს, ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი ჰქონდა და ადვილად გადაიტანეს ეს დაავადება, იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც გრიპზე არ იყო აცრილი. გრიპის ვაქცინა არის სპეციფიკური დამიზნების, რომ ადამიანს გრიპი არ შეხვდეს, მაგრამ იმუნური სიტემა რეაგირებს ამ უცხო აგენტზე“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი