logo_geo
მერაბ სეფაშვილი: ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გინდა
- +

14 დეკემბერი. 2020. 22:59

 

 

მომღერალი, მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მეუღლესთან ურთიერთობაზე საუბრობს :

 

 

„აუცილებელი არაა, მაინცდამაინც პოპულარული იყო, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გინდა. არც ოჯახში, არც სამსახურში და საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული არაა. უნდა ეცადო, რომ ესეც გულის რიტმივით დააბალანსო და თუ გინდა, გამოგივა კიდეც. თუმცა, ეს მხოლოდ ცოლზე ან ქმარზე არაა დამოკიდებული, ორივემ ერთად უნდა მოინდომოს ბალანსის მიღწევა. ამის გარეშე, სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ინგრევა. თავიდან ჩვენთვისაც რთული იყო, ჩვენი პროფესიის ადამიანებს ხშირად გვიწევს ოჯახისგან შორს ყოფნა, სხვა ქვეყანაში წასვლა, ეს არაა რუტინული სამუშაო დილიდან ათიდან საღამოს ექვსამდე. ამიტომ მეუღლისთვის და შვილებისთვის ორმაგად რთულია, მაგრამ გადავლახეთ ეს სირთულე, ჩემი აზრით, მთავარია, შენი მეორე ნახევარი შენს საქმეს პატივს სცემდეს. თუ ასეა, მაშინ გაიგებს, რომ ხშირი მოგზაურობა და სახლში არყოფნა ამ პროფესიის თანმდევია. შენ რომ ერთი და ორი თვე სახლში არ ხარ და ადამიანი გელოდება, ეს ნიშნავს, რომ ის შენს საქმეს პატივს სცემს.“ - ამბობს მერაბ სეფაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი