logo_geo
კახა კალაძე: მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ უკანონობა დაშვებული უნდა იყოს
- +

16 დეკემბერი. 2020. 02:40

 

 

აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმურა. მისი თქმით, უკანონობის წახალისება ვერ მოხდება იმ მოტივით, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

 

"მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უკანონობა უნდა იყოს დაშვებული. ვწუხვარ და ცუდია, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წავახალისოთ რომ უკანონობა ჩაიდინონ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი