logo_geo
ზურაბ ყიფშიძე: ჩემი გოგო თუ აღარ არის, მე აქ რაღა მინდაო, უთქვამს გალაკტიონს დედაჩემზე და წასულა
- +

16 დეკემბერი. 2020. 23:16

 

 

„გამოჩნდებოდა თუ არა დედაჩემი სცენაზე, ბრავო, ყიფშიძე, ბრავო ყიფშიძე! – შესძახებდა თურმე გალაკტიონი“, - ამის შესახებ მსახიობმა  ზურაბ ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ახლა რომ ფიქრისთვის ბევრი დრო გვაქვს... ყველა ფიქრი დედასთან მიდის. გუშინ გამახსენდა და ვიცინეთ ყველამ – კომუნიზმი რომ გადავარდა და თავისუფლები გავხდით, მე და ჩემმა ცოლმა ვუთხარით, ლენა ყველას ყველაფერს უბრუნებენო. მერე, რა მე რა მქონდა, რა უნდა დამიბრუნონო, ჩაილაპარაკა. როგორ, შენ არ ამბობდი, სადაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსი აშენდა, მანდ ყიფშიძეების გორა იყო, რომელზეც დიდი სახლი გვედგა, საქონელიც გვყავდა და შევწირეთ უნივერსიტეტსო? – გავახსენეთ და რა, ახლა მეორე კორპუსში უნდა ვიცხოვრო? – გვკითხა გაკვირვებულმა. დაწერე განცხადება და რაღაცას მოგცემენ-მეთქი, დავარიგე. მერე ხან მე, ხან ჩემს მეუღლეს გვეკითხებოდა, მითხარით, რა გავაკეთო, მე არ ვიციო.

დედაჩემი და გალაკტიონის გერი ნუნუ ებანოიძე საუკეთესო მეგობრები იყვნენ, სკოლის შემდეგ ან იმათთან იყვნენ, ან ჩვენთან. დედაჩემი გიჟდებოდა გალაკტიონზე. ერთხელ გალაკტიონისთვის უთქვამთ, აქვე ცხოვრობ და ერთხელ არ უნდა დაესწრო ლენას სპექტაკლსო? მართლაც წასულა თეატრში ნუნუსთან ერთად. გალაკტიონია დარბაზიო, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ თურმე მაყურებლები. გამოჩნდებოდა თუ არა დედაჩემი სცენაზე, ბრავო, ყიფშიძე, ბრავო ყიფშიძე? – შესძახებდა თურმე გალაკტიონი. ასე გაგრძელდა, სანამ დედაჩემის პეროსონაჟის გარდაცვალების დრო არ დადგა. ჩემი გოგო თუ აღარ არის, მე აქ რაღა მინდაო, უთქვამს გალაკტიონს და წასულა“, - ამბობს ყიფშიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი