logo_geo
ზურაბ ყიფშიძე: მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ქირურგი ვიქნებოდი
- +

17 დეკემბერი. 2020. 00:41

 

„დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მაინც მინდა... არ შემიძლია ასე ჯდომა, გავგიჟდი... ხანდახან შვილიშვილთან განვმარტოვდები ხოლმე, ან ძაღლს ვასეირნებ“, - ამის შესახებ მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა  ეპიდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

 

როგორც მსახიობმა განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარებაც უჭირს.

 

„საშინელებაა, თან ენფიზემა გვაქვს, მეც და ჩემს ცოლსაც და ძალიან გვიჭირს, თუმცა ვემორჩილებით. რეგულაციები საჭიროთ იყო, დაღლილი და დაინფიცირებული ექიმები უნდა დაასვენონ, რომ მერე მათ ჩვენ მოგვიარონ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ექიმებს. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ქირურგი ვიქნებოდი“, - აღნიშნა ყიფშიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი