logo_geo
ელისო ბოლქვაძე: პანდემიის უბედურებამ მთელ მსოფლიოში, ძალიან უარყოფითად იმოქმედა კულტურის მუშაკებზე
- +

17 დეკემბერი. 2020. 02:36

 

„პანდემიის უბედურებამ და ამ მდგომარეობამ მთელ მსოფლიოში, ძალიან უარყოფითად იმოქმედა კულტურის მუშაკებზე“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის წევრმა და პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ.

 

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ვიმუშავებ კულტურის კომიტეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი. ვფიქრობ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც არიან მომართულები აქტიურად მეცნიერების, განათლების, კულტურის სფეროს მიმართულებით ბევრი და თავდაუზოგავი შრომა გაწიონ, ძალიან მაღალი კომპეტენციით. პანდემიის უბედურებამ და ამ მდგომარეობამ მთელ მსოფლიოში, ძალიან იმოქმედა კულტურის მუშაკებზე. დახურა ორკესტრები, თეატრს უჭირს. სხვა გამოწვევების წინაშე დავდექით და ეს ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ. აუცილებელია ახალი სტრატეგია, ახალი მიმართულებები, კანონები და იმ სასარგებლო მიმართულებების განვითარება, რომლებიც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი