logo_geo
მამუკა არეშიძე: სააკაშვილი არის პიარის იმპერატორი- მას შეუძლია დღეს თქვას თეთრზე, რომ შავია და ხვალ თქვას შავზე თეთრი
- +

17 დეკემბერი. 2020. 02:47

 

„მიხელ სააკაშვილი პიარის თავალსაზრისით ნიჭიერი ადამიანია. მას შეუძლია დღეს თეთრზე თქვას, რომ შავია და ხვალ შავზე თეთრი“ , - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ასე საუბარი მისი სტილია.

 

 „1995 წლიდან ერთად ვიყავით პარლამენტში და ძალიან კარგად მახსოვს მისი ქმედება საქციელი, ის არის პიარის იმპერატორი. შეუძლია არაფრისგან ისე ააწყოს საქმე, რომ გუშინდელ ნალაპარაკევში ხალხს ეჭვი არ შეეპაროს. სამწუხაროდ ეს სცენარი მუშაობს“, - აღნიშა მამუკა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი