logo_geo
კახა მიქიაშვილი: ძალიან ყურადღებიანი და კვალიფიციური ექიმები გვყავს – ეს ჩემს თავზე გამოვცადე
- +

17 დეკემბერი. 2020. 21:04

 

 

მსახიობი, კახა მიქიაშვილი ჟურნალ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მოსახლეობაში დანერგილ შიშზე არაკვალიფიციური ექიმების შესახებ  საუბრობს :

 

 

თუ თანამდევი დაავადება აქვს, ექიმიც ხომ ეყოლება? სწორედ ამ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ჯობია მისთვის. ძალიან ყურადღებიანი და კვალიფიციური ექიმები გვყავს – ეს ჩემს თავზე გამოვცადე, რომელ ექიმს უნდა რომ პაციენტს რაიმე დაემართოს? – არცერთს, ხშირად პაციენტი შეშინებულია და ჰგონია, რაღაც სჭირდება... თუ ავადმყოფს მძიმე დაავადება აქვს, მაშინ მეტი ყურადღებაა საჭირო, მაგრამ თუ ქოშინი, ხველა და სუნთქვის გაუარესება არა აქვს, თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა არ ადის, საავადმყოფო არ სჭირდება, ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. ტყუილად გაწვალდება იქ ყოფნით და ისეთი პაციენტის ადგილს დაიკავებს, ვისაც ექიმების დახმარება ძალიან სჭირდება. მართალია, პნევმონია მქონდა, მაგრამ ექიმებმა ამიხსნეს, რომ ეს არის ვირუსული ფილტვების ანთება, რომელიც განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. ვირუსის დამარცხებასთან ერთად, ანთება ჩაცხრებაო, ასეც მოხდა და დავრწმუნდი, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს ვირუსი საშიში არ არის.“ - ამბობს კახა მიქიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი