logo_geo
მერაბ სეფაშვილი: თავის დროზე მოსკოვშიც მარტივად დავრჩებოდი
- +

20 დეკემბერი. 2020. 00:51

 

 

„თუ მიზნად მილიონის შოვნას დაისახავ, კი ბატონო, წახალ და იშოვი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მოწოდება. ჩემთვის ხალხის სიყვარულზე დიდი ჯილდო არაფერია“, - ასე უპასუხა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ჟურნალ „თბილისელებში“, ჟურნალისტის შეკითხვას, უთქვამს თუ არა მას სერიოზულ შემოთავაზებაზე უარი.

 

„ათწლიან კონტრაქტზე იყო საუბარი, ისრაელში უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად და ნამდვილად ვიცოდი, რომ ამდენი ხანი იქ ვერ გავძლებდი. იმ ქვეყანაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უამრავი ადამიანი მიყვარს, მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც ვერ გადავდგამდი, ახლა შეიძლება დავთანხმებოდი, მაგრამ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. თავის დროზე მოსკოვშიც მარტივად დავრჩებოდი, რუსეთი ჩვენი თაობისთვის ძალიან გაშინაურებული იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ იქ გამეკეთებინა კარიერა. თუ იქ ცხოვრობ, იქაური უნდა გახდე. გვარს არ გადაიკეთებ, მაგრამ იქაური ყოფა უნდა მიიღო. თავისუფალი ბუნების კაცი ვარ, ჩემს სამშობლოში, მეგობრებთან ლაღად როცა ვარ, მაგ დროს მომდის მუზაც, მარტო მატერიალურ კეთილდღეობისკენ ხომ არაა ადამიანი მომართული. თუ მიზნად მილიონის შოვნას დაისახავ, კი ბატონო, წახალ და იშოვი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მოწოდება. ჩემთვის ხალხის სიყვარულზე დიდი ჯილდო არაფერია“, - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი