logo_geo
დიტო ცინცაძე: რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, ნუ გამაგიჟეთ?! საუბარია სიკვდილსა და სიცოცხლეზე
- +

21 დეკემბერი. 2020. 03:10

 

 

„მე აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, რადგან მინდა რამდენიმე წელი ვიცოცხლო”, - ამის შესახებ რეჟისორმა დიტო ცინცაძემ „იმედის კვირას“ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„თბილისიდან მითხრეს „დაგჩიპავენო“ და მე არ მჯერა. ეს სისულელეა და მგონი, ჩვენ ცოტა განათლების პრობლემა გვაქვს. არ მინდა შორს შევიდე ამ განხილვაში. რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! აქ საუბარია სიკვდილსა და სიცოცხლეზე. სერიოზული პანდემიაა. სერიოზული ვირუსია. ხოცავს და ხოცავს ხალხს! ეს ფაქტია და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და ვაქცინის გაკეთებით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს უნდა დამთავრდეს და აუცილებლად დამთავრდება! მთავარია, სერიოზულად არ „დავიჩიპოთ” შიშებით. შეთქმულების თეორიების არ მჯერა. ჩემი რამდენიმე ახლობელიც ასე ფიქრობს და მინდა, მათაც მივმართო. არაფერს ვუმტკიცებ. ვთხოვ, ძალიან კარგად დაფიქრდნენ. საკმაოდ საშიში სიტუაციაა მსოფლიოში. მე გავიკეთებ და ჩემს ახლობლებსაც ამას ვურჩევ“, - განაცხადა დიტო ცინცაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი