logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: „კომენდანტის საათი“ არ უნდა მოვხსნათ
- +

22 დეკემბერი. 2020. 01:39

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს ახალი წლის დღეებში შეზღუდვების მოხსნა არ სურს.

 

მისი განცხადებით, შეზღუდვების შენარჩუნების შემთხვევაშიც კი წინა საახალწლო პერიოდი ეპიდვითარებას გაართულებს.

 

„როგორც ერთი კონკრეტული ექიმი, ვისურვებდი, რომ ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას, თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს უნდა იყოს განსხვავებული ახალი წელი, ეს მაშინ კანონით უნდა გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ „კომენდანტის საათი“.

 

სერიოზული გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: „ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ ნათესავები არ ისტუმროთ“,- ეს ასე არ მოხდება, 70-80% ქართველების არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე. ჩვენ წინასაახალწლო დღეების გარკვეულ პრობლემას მაინც წავაწყდებით“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი