logo_geo
გიორგი ფხაკაძე: გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი?
- +

22 დეკემბერი. 2020. 21:40

 

 

 „ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა ,იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს და კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის“, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მან კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ვირუსი მუტაციას განიცდის და ეს ნორმალურია.

 

„არაფერი შეცვლილა, ეს ვირუსი როგორიც იყო, ისეთია ახალი შტამი. ეს არის კორონავირუსის ბიძაშვილი, ვირუსის მუტაცია ნორმალურია, ყველა შეშინდა ახალ შტამზე და მაინტერესებს, ძველი შტამი დაგავიწყდათ?! რამე შეიცვალა?!

 

გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა და ახლა ხალხი გამოდის და დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, რომ ახლა ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიუყვება რეგულაციებს“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი