logo_geo
მიტროპოლიტი ანტონი: ვაქცინას ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ, ზიარებაზეც დავუშვებ
- +

22 დეკემბერი. 2020. 23:29

 

„მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე, ერთი კოჭლია და მეორე ბრმა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავეცნოთ მეცნიერების და ექიმების შეხედულებებს“,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ვაქცინის კატეგორიული წინააღმდეგი არ არის და არც მათ უარყოფს, ვინც ვაქცინას გაიკეთებს.

 

„მე რომ გითხრათ, რომ ვაქცინას პირველ რიგში გავიკეთებ, არა. დავაკვირდები მოვლენებს, იმ ფაქტებს, გვერდითი მოვლენების ფაქტორებს, მაგრამ მტკიცე უარი არ მაქვს. თუმცა, ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ – ზიარებაზეც დავუშვებ.

 

პირადად ჩემი პოზიცია მკვეთრი უარყოფა არ არის. ამას სჭირდება ფართო მსჯელობა და ინფორმირება.

 

მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე, ერთი კოჭლია და მეორე ბრმა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავეცნოთ მეცნიერების და ექიმების შეხედულებებს“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი