logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ახალი შტამის მატარებლებში ბავშვთა ასაკი ჭარბობს
- +

24 დეკემბერი. 2020. 22:23

 

 

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალი შტამის გამოკვლეული შემთხვევების უმეტესი ნაწილი ბავშვებში ჭარბობს. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ბრიტანეთში გამოკვლეული 1000-ზე მეტი შემთხვევიდან, შედარებით ამ ახალი შტამის მატარებლებში ბავშვთა ასაკი ჭარბობს. ჩვენ მთელი ეპიდემიის განმავლობაში დამშვიდებულები ვიყავით, რომ ბავშვები ნაკლებად მოწყვლადებია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს მძიმე ინფექციაა, უბრალოდ უფრო მეტი ამ ახალი შტამით დაავადებულებში არის შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალგაზრდა ადამიანების იმუნური სისტემა უკეთესად ფუნქციონირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადების სიმძიმეში არ გადაითარგმნება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი