logo_geo
ვიქტორ დოლიძე: შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროკავშირში გაწევრიანება იქნება
- +

7 აპრილი. 2017. 13:13


 

„ჩვენ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი შევიმუშავეთ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.

 

„ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგი ნაბიჯი უკვე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ. ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება, ამიტომ ევროკომისიებისა და ევროპარლამენტარების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ერთგვარი კონსოლიდაცია გვინდა. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგერინიმ, აღმოსავლეთ პარტნიორებს საინტერესო დოკუმენტი შემოგვთავაზა, რაც ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ელემენტებს ეხება. ჩვენც საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი შევიმუშავეთ. ცუდი არ იქნებოდა, ამ ორი დოკუმენტის კომბინირებული ვარიანტი რომ შეგვექმნა. ჩვენი უწყებების მიერ შემუშავებული დოკუმენტი უკვე გადავეცი ევროკომისიის გაფართოებისა და პროგრამების გენდირექტორ კრისტიან დანიელსონს, რომლის ოფისთანაც ვთანამშრომლობთ. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბრიუსელში, დონად ტუსკთან და ჟან-კლოდ იუნკერთან. დარწმუნებული ვარ, პოზიტიური შედეგი გვექნება" , - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი