logo_geo
თათია გაბუნია: გუნდში რომ მივედი, არც ხელფასი გვქონდა და არც არანაირი პირობა
- +

26 დეკემბერი. 2020. 20:36

 

 

 

ქალთა გუნდის, „ლანჩხუთის“ ,მეკარე , თათია გაბუნია გუნდში არსებულ პრობლემებზე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს :

 

 

„გუნდში რომ მივედი, არც ხელფასი გვქონდა და არც არანაირი პირობა. მეტიც, ზოგჯერ დახეული, დაგლეჯილი ბურთებით ვთამაშობდით, მოედნის სავალალო მდგომარეობა ცალკე თემაა, ხან ტალახი იყო, ხან დიდი ბალახი. სასტუმროში ცხოვრებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ვარჯიშზე რომ გვიძახებდნენ, სტაფის წევრებთან ვცხოვრობდით, მათთან ვიკვებებოდით, მათ ხარჯზე ვიყავით სახლიდან სამოსგამოცვლილები, მოედანზე გასასვლელი ფორმით მივდიოდით, რადგან იქ გამოსაცვლელი ოთახი არ იყო, სპორტული ტანსაცმლითა და ბუცებითვე ვბრუნდებოდით უკან.“- ამბობს თათია გაბუნია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი