logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბევრი ადამიანი შეეცდება, მათმა შვილებმა ამ შესაძლებლობით ისარგებლონ
- +

7 აპრილი. 2017. 17:26



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიასთან" ვიზა-ლიბერალიზაციასა და სტუდენტებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება შანსი ახალგაზრდებისთვის, დაეუფლონ ევროპულ განათლებას და უფრო მეტად განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.


„ვიზა-ლიბერალიზაცია ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი წარმატებაა. ეს მარტო სწავლის კი არა, იმის შესაძლებლობაა, მიხვდე და გაითავისო, რეალურად სად მივდივართ. ბედნიერებაა, თუ უფროსკლასელებს მშობლები დამოუკიდებლად უშვებდნენ, მაგალითად ბათუმში, ამიერიდან გაუშვებენ ბუდაპეშტში. ბევრი ადამიანი შეეცდება, შვილებს ამ შესაძლებლობით ასარგებლოს და სახელმწიფოც ხელს შეუწყობს.

 

საბჭოთა კავშირში, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, რიგ სფეროში მესამე-მეოთხე, ზოგში პირველ-მეორე ადგილს იკავებდა. მსოფლიოში საბჭოთა განათლება მაღალრეიტინგული იყო. ზოგიერთ სპეციალობაზე კონკურენტული ხარისხი გვაქვს. დღეს საქართველოში 20-მდე პროგრამაზე საერთაშორისო დიპლომი გაიცემა, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროპულ თუ ამერიკულ ხარისხს. საქართველოში ევროპული განათლება უკვე არის და გასარკვევია მხოლოდ, უფრო მასობრივი როდის იქნება. მგონია, ეს რამდენიმე წელში იქნება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი