logo_geo
ეკა ბესელია: პრეზიდენტი დღეს იყო მხარე!
- +

7 აპრილი. 2017. 23:03


 

„არ ველოდებოდით ქება-დიდებას, ხოტბის შესხმას, მაგრამ დღეს პრეზიდენტი გვესაუბრებოდა ღიად ოპოზიციის ფლანგიდან და სივრციდან. მან აირჩია ეს ადგილი. ის იყო დღეს მხარე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, დღეს პრეზიდენტი ყველას სახელით არ საუბრობდა. ის საუბრობდა იმ ჯგუფის სახელით, რომელიც ხშირად ოპოზიციის მოსაზრებებს ახმოვანებს. კრიტიკაში არ არის პრობლემა. ძალიან ღირსეულად მივიღეთ ეს გამოწვევა, თუმცა ძალიან ზედაპირული და არაობიექტური იყო მთელი რიგი შეფასებები", - განაცხადა ბესელიამ.




 

big_banner
არქივი