logo_geo
ვისაც გათხოვება უნდა, აი რა უნდა გააკეთოს ახალი წლის ღამეს - სალომე გოგიაშვილის (ცრუ) რწმენა
- +

31 დეკემბერი. 2020. 20:55

 

 

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ახალი წლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2021 წელს განსაკუთრებულად ელოდება: „წავიდეს ვირთხა, წაიღოს ძველი და შემოამტვრიოს დროულად ხარმა თავისი რქებით ახალი. სხვათა შორის, ვცდილობ, ყველაფერი ძველი გავატანო ძველ წელს. წარმოიდგინეთ, როგორ გამამწარა ამ წელმა, რომ თმაც კი გავატანე.“

 

საოჯახო ტრადიცია თუ გაქვთ და როგორ ემზადები ამ ჯადოსნური ღამის დასახვედრად?

 

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ვამბობთ: არ არის ამდენი საჭმელი საჭირო, სჯობს ევროპულად – ცოტა იყოსო, ახალ წელს არ გამოგვდის ქართველებს ევროპელობა და მეც განსაკუთრებული, გემრიელი სუფრით ვხვდები… “

 

სალომე ამავე ინტერვიუში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რომ არსებობს ასეთი ცრურწმენა, თუკი ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეხვდები, გათხოვდებიო:

 

„ეგ არ ვიცი, მაგრამ ვშაყირობ, ყოველ წელს რომ ვთხოვდები, ასეთი რა შევძვერი მაგიდის ქვეშ-მეთქი (იცინის). გათხოვების პრობლემა არ მქონია ალბათ, მაგის გამო არ შევძვრებოდი“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი