logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ბაიდენმა იზეიმოს, მისი ნებაა... სიურპრიზები წინ არის!
- +

2 იანვარი. 2021. 00:30

 

„ყველას რომ ჰგონია ტრამპი ბოლომდე დამარცხებულია, ასე არ არის“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „ასავალ-დასავალთან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

„ბაიდენმა იზეიმოს, მისი ნებაა... სიურპრიზები წინ არის! რადგანაც იუპიტერი და სატურნი მერწყულის ზოდიაქოში გადავიდნენ, რომელსაც მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი მართავს, მზად იყავით ყველა სახის სიურპრიზისთვის. იანვრის ბოლომდე ისეთი ამბები შეიძლება, მოხდეს შეერთებულ შტატებში, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ყოველი შემთხვევისთვის ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს, გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის 2025 წლამდე გაგრძელდება. 2024-25 წლებში აშკარად დავინახავთ ბნელი ძალების მარცხს, მოგვეცემა ნორმალური ცხოვრების დაწყების საშუალება. გაუმჯობესდება ეკონომიკა. პანდემია, რომელიც გლობალისტების მიერ არის თავს მოხვეული, მოგვშორდება. დაგვიბრუნდება ერის, ეროვნული ფასეულობების ცნება და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ხალხს – სხვა განზომილებაში გადავედით და არ დაუშვათ შიში! გამორთეთ ტელევიზორები ან გადართეთ იმ არხებზე, სადაც ყოველდღე კუბოებს არ აჩვენებენ. იბრძოლეთ თქვენი სულის გადარჩენისთვის – რაც შეიძლება, მეტი პოზიტივი და კეთილშობილება, რომ ახალ განზომილებაში თქვენმა ვიბრაციებმა 40 ჰერცს მიაღწიოს! დღეს ეს არის სამყაროს აუცილებელი მოთხოვნა!“, - განაცხადა ცაგარელმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი