logo_geo
გურამ დოჩანაშვილის 78-ე დაბადების დღე ზუგდიდში
- +

8 აპრილი. 2017. 13:53


 

„ნეტავ უფალმა ძალა მომცეს, კიდევ ბევრი რამის დაწერა შევძლო" , - აღნიშნა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე.

 

საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს გურამ დოჩანაშვილს - 26 მარტს ჰქონდა დაბადების დღე და არასამთავრობო ორგანიზაციის - „არტ უნივერსალის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ხატია ჯანაშიას დიდი მოწადინებით, იუბილარმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საუკეთესო სურვილებით სავსე მილოცვები და აპლოდისმენტები ზუგდიდელებთან ერთად გაიზიარა. „არტ უნივერსალმა" ზუგდიდზე უზომოდ შეყვარებულ და მის ხშირ სტუმარს, თანამედროვე კლასიკოს გურამ დოჩანაშვილს დამსახურებულად მიანიჭა ამ ქალაქის „საპატიო სტუმრის" სტატუსი და სამახსოვროდ, ულამაზესი სიმბოლოც გადასცა. სიყვარულის ახსნა, ლამის დასწრებაზე იყო - ყველას სურდა, თავისი წილი ტკბილი და მოსაფერებელი სიტყვა ეთქვა უძვირფასესი მწერლისთვის.


„უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ზუგდიდს და ხატია ჯანაშიას. ბედნიერი ვარ. „ზუგდიდის საპატიო სტუმრის" სტატუსი კი დიდ ბედნიერებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. მართალია, ასაკი მომემატა, მაგრამ მაინც ბევრს ვმუშაობ. ნეტავ, უფალმა ძალა მომცეს, კიდევ ბევრის დაწერა შევძლო, რომ ზუგდიდისა და მთელი საქართველოს იმედი გავამართლო" , - განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა.

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი