logo_geo
რუსუდან შარაძე: ბებიაქალს უთქვამს: - პირველად ვნახე, კაცს გოგოს დაბადება ასე გახარებოდესო
- +

5 იანვარი. 2021. 02:41

 

„შვილების მიმართ იყო ძალიან დამთმობი, კეთილი, მეგობრული. სიმართლე გითხრათ, მორალის კითხვა და რჩევა-დარიგებები მაინცდამაინც არ უყვარდა, თავს არ გაბეზრებდა“, - ამის შესახებ რუსუდან შარაძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - როგორი მამა იყო გურამ შარაძე.

 

„თუმცა, ლაშას გარდაცვალების შემდეგ სინანულით იტყოდა ხოლმე, იქნებ რამე დავაკელი ჩემს შვილს, რომ არ დავისვამდი და საათობით არ ველაპარაკებოდი, მაგრამ ვფიქრობდი, ბავშვს ლაპარაკით კი არა, საკუთარი საქციელით უნდა მისცე მაგალითიო. რასაკვირველია, გვქონდა ძალიან გულწრფელი, გულახდილი საუბრებიც. ვმეგობრობდით, თუმცა ზღვარი ყოველთვის არსებობდა – მის მიმართ უდიდეს პატივისცემასა და რიდს ვგრძნობდით. ხომ ასეთი კარგი მამა იყო, მაგრამ კიდევ უფრო თბილი და მოსიყვარულე ბაბუა გახლდათ...

 

შვილებს არ არჩევდა, თუმცა ორი ბიჭის შემდეგ მე რომ დავბადებულვარ, ძალიან გახარებია. მანამდე თურმე ბებიაქალს ვიღაცისთვის უხარებია გოგოს დაბადება და ის კაცი ისე განერვიულებულა, კინაღამ უცემია. შეშინებული მამაჩემთან მორიდებით მისულა და უთქვამს, გოგოაო, მამას კი სიხარულისგან ხელში აუტაცია, ჩახუტებია და ფულიც უჩუქებია. პირველად ვნახე, კაცს გოგოს დაბადება ასე გახარებოდესო, უთქვამს ბებიაქალს“, - ამბობს რუსუდან შარაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი