logo_geo
„ფრაზას, 37 მანეთად მოსკოვში მივფრინავდითო, 37-ევროიანი ავიაბილეთებით შევცვლით“
- +

8 აპრილი. 2017. 17:26


 

„ვიზა-ლიბერალიზაციას შეუდარებლად გახსნილი შესაძლებლობები ახლავს" , - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.


 „ვიზა-ლიბერალიზაციას ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს.  პირველი - ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სერიოზული სიგნალი, რომ ევროპის კარი ღიაა. ეს გადაწყვეტილება ბუნებრივად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას; მეორე - მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით გადადგა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. ახლა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. ვგულისხმობ სექტორულ რეფორმებს, რადგან ჩვენი სოციალური სისტემა ევროპულ ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს. ჩვენმა მოქალაქეებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, როგორ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლა, პირიქით, ადამიანებს მეტი ცოდნა და საშუალება მივცეთ, ევროპის ქვეყნებში ისწავლონ, მეტი კომუნიკაცია დაამყარონ და ეს კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობისას, მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტი უნდა ჰქონდეს, რაც განსაკუთრებულობას არ გულისხმობს. დიპლომატიური პასპორტი მაქვს, მაგრამ ავიღე ჩვეულებრივი პასპორტი და მეამაყება, რომ მეც რიგითი მოქალაქე ვარ.  ვიზა-ლიბერალიზაციას შეუდარებლად გახსნილი შესაძლებლობები ახლავს. ცნობილ ფრაზას, 37 მანეთად მოსკოვში მივფრინავდითო, 37-ევროიანი ავიაბილეთებით შევცვლით, რათა საბჭოთა რელსებიდან, პირდაპირ ევროპულზე გადავიდეთ!" - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი