logo_geo
ნორა კვიციანი: მთელი ეს წლები, მე, ნორა კვიციანი, სააკაშვილისა და მისი გუნდის მძევალი ვიყავი!
- +

26 ნოემბერი. 2016. 13:24


 

სოფელ აჟარის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფუძვლო ბრალდებებით დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. რეჟიმის შეცვლიდან 4 წლისთავზე პროკურატურამ დაადგინა, რომ ის უდანაშაულოა. ნორა კვიციანი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის მძევალი იყო და იმ ბრალდებებზე საუბრობს, რის გამოც დაიჭირეს.



„სამი მუხლით ისე წამიყენეს ბრალდება, რომ ჩემს მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. დღემდე მაწერია 75 ათას ლარზე მეტი ჯარიმა, რომელიც სააღსრულებო ბიუროშია გადაცემული. თურმე, ჰუმანიტარული დახმარება მივითვისე, რომელიც კარდაკარ დამქონდა და ყველას ხელს ვაწერინებდი. 2006 წელს ხელმოწერების ეს სია გადამალეს და სურსათის მითვისება დამაბრალეს. ასევე წამიყენეს ბრალდება იარაღის შეძენა-შენახვასა და უკანონო ფორმირების შექმნაში. რეალურად, ჩემი დაკავების მიზეზი კოდორის ხეობის რუსეთისთვის ჩაბარება იყო, რაშიც მე და ჩემი ოჯახი სააკაშვილს ხელს ვუშლიდით. დიახ, მთელი ეს წლები, მე, ნორა კვიციანი, სააკაშვილისა და მისი გუნდის მძევალი ვიყავი! ორი დღე ვერ წამიყენეს ბრალდება, ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ. მოსამართლე ორი საათის განმავლობაში დარბაზში ვერ შემოდიოდა, ლამის ტიროდა - როგორ მივუსაჯო ამდენი წელი, როცა ფაქტები უდანაშაულობაზე მეტყველებსო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ნება-სურვილს წინ ვინ აღუდგებოდა!" - განაცხადა ნორა კვიციანმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი