logo_geo
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბევრია ისეთი პაციენტი, რომელსაც პოსტკოვიდური სინდრომი აქვს
- +

23 იანვარი. 2021. 02:12

 

 

„პოსტკოვიდური სინდრომის მეორე ჯგუფია, როცა კოვიდისგან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ერთი თვე პაციენტს არაფერი არ აწუხებდა და ერთი ან ორი თვის მერე დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტები ჩვენთან ძალიან ბევრია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში ჯერ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რამდენად საშიშია პოსტკოვიდური სინდრომი.

 

„პოსტკოვიდური სინდრომი შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად. ერთი არის ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც პაციენტი მორჩება, ტესტი არის უარყოფითი, მაგრამ მას არ აქვს ნათელი პერიოდი და უგრძელდება რაღაც სიმპტომები. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომებია კუნთების ტკივილი, სისუსტე, სუფებრილური ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ცენტრალური ნერვული სისტემების შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია და სხვა. განსხვავებით გახანგრძლივებული კოვიდისა, მეორე ჯგუფი არის მაშინ, როცა კოვიდისგან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ერთი თვე პაციენტს არაფერი არ აწუხებდა და ერთი ან ორი თვის მერე დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტები ჩვენთან ძალიან ბევრია, კვლევა გვიჩვენებს თუ რამდენი პროცენტია. მაგალითად, ინგლისელებმა რეტროსპექტული კვლევით დაადგინეს, რომ ეს იყო 29,3%. ჩვენთან შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები, ამას კვლევა დაადგენს, მაგრამ ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ჩვენთანაც დაახლოებით ამდენივეა. ჯერ მსოფლიოში არ იციან, რამდენად საშიშია. აქამდე ეგონათ, რომ საშიში არ იყო, მაგრამ ინგლისურმა კვლევამ აჩვენა, რომ ის თურმე საშიშია. დაახლოებით ყოველი მესამე ბრუნდება ჰოსპიტალში და ყოველი მერვე თუ მეცხრე შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. ჩემთვის ეს შედეგები მოულოდნელი იყო, რამეთუ საქართველოში მე ჯერ არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვლილიყო“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი