logo_geo
არჩილ თალაკვაძე: რომ არა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში, არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას ვერ შევძლებდით
- +

30 იანვარი. 2021. 21:53

 

„8 მარტის შეთანხმებაში მათ დადეს პირობა, რომ მხარი უნდა დაეჭირათ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმებისთვის, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა შემდეგ მაინც გაატარა, მაგრამ მათ გატეხეს პირობა, სიტყვა და მოატყუეს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნების ელჩები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის თემას შეეხო.

 

„დღეს, როდესაც საარჩევნო რეფორმის გარშემო მოხდა შეთანხმება, იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები შემოუერთდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა მაინც განხორციელდება.

 

წინა შეთანხმება (8 მარტის) შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, რომ არა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში, არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას ვერ შევძლებდით; ვერ შევძლებდით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას.

 

8 მარტის შეთანხმებაში მათ დადეს პირობა, რომ მხარი უნდა დაეჭირათ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმებისთვის, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა შემდეგ მაინც გაატარა, მაგრამ მათ გატეხეს პირობა, სიტყვა და მოატყუეს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნების ელჩები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ასევე უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც არჩევნებში ხმების მიღების მიუხედავად, არ შევიდა პარლამენტში.

 

https://imedinews.ge/ge/politika/184161/archil-talakvadze-rom-ara-qartuli-otsnebis-umravlesoba-parlamentshi-arsebitad-proportsiuli-archevnebis-chatarebas-ver-shevdzlebdit

 

 

big_banner
არქივი