logo_geo
ირმა ინაშვილი: განათლების მინისტრი რატომღაც კომბლეს ხასიათის რევიზიით არის დაკავებული
- +

26 ნოემბერი. 2016. 14:13



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა, გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში განათლების სისტემისა და ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განათლების მინისტრი კომბლეს რევიზიით არ უნდა იყოს დაკავებული.


„შეკითხვები გვექნება განათლების მინისტრთან, რომელიც, რატომღაც, კომბლეს ხასიათის რევიზით არის დაკავებული და არა იმით, რომ განათლების ეროვნული კონცეფცია წარმოადგინოს.

 

დღეს ჩვენი შვილების თაობა დაღუპვის პირას არის მისული. ამ თაობას უკვე საქართველოს ისტორიაზე ეცინება. მათ უკვე არ სჯერათ ერეკლე მეფის არსებობის და ცოტნე დადიანი გამოგონილი პერსონაჟი ჰგონიათ. საგანმანათლებლო სივრცეში როდესაც ასეთი კატასტროფული ვითარებაა, განათლების მინისტრი კომბლეს რევიზიით უნდა იყოს დაკავებული თუ იმაზე საუბრით, როგორ აღვზარდოთ ჩვენს შვილებში ეროვნული სულისკვეთება?!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი