logo_geo
კობა ნარჩემაშვილი: ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცების მიერ შემოთავაზებული კინკლაობა არ უნდა იყოს
- +

26 ნოემბერი. 2016. 15:24



შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტარი კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის სააკაშვილის გადმოცემის თემა არარეალურია.


„ეს ამბავი არარეალური მგონია და ისიც ზღაპარია, რომ თუ გადმოგვცემენ, სააკაშვილი ერთი კვირის შემდეგ ციხიდან გამოვა!

 

ჩვენი და დღევანდელი ხელისუფლების დღის წესრიგი აღარ უკავშირდება სააკაშვილის გადმოცემა-არგადმოცემასა და ნაციონალებთან დაპირისპირებას.

 

ჩემი აზრით, საზოგადოება ითხოვს განვითარების ახალ მიმართულებებს და ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცების მიერ შემოთავაზებული კინკლაობა არ უნდა იყოს", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი