logo_geo
ბაქარ ადამიამ: ჟურნალისტი შორიახლოს დაჰყვებოდა მელაშვილს
- +

6 თებერვალი. 2021. 10:57

 

 

 „ვიდეოშიც ისმის თავიდან, როგორ მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ივერი მელაშვილი, შენნაირმა იდიოტებმა დაღუპეს ეს ქვეყანაო და ამაზე ჩემი პასუხი იმავე ვიდეოშიც კარგად ჩანს“, - ამის შესახებ ბაქარ ადამიამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა და დეტალურად გაიხსენა ის დღეს, როდესაც დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ და ამ დროისათვის გირაოთი გათავისუფლებულ ივერი მელაშვილს თავის პროტესტს ხმამაღლა უფიქსირებს.

 

„შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ის ჟურნალისტი შორიახლოს დაჰყვებოდა მელაშვილს. რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, ოჯახის წევრი ან მეუღლე ხომ არ არის-თქო.... როდესაც ივერი მელაშვილს ჩემს სათქმელს ვეუბნებოდი, უცებ მოვარდა ის ჟურნალისტი და გამოექომაგა. ვკითხე - თქვენ ვინ ხართ, ქალბატონო, ქვეყნის მოღალატეს რომ იცავთ? რას წარმოადგენთ? ან რაში უჭერთ ამ ადამიანს მხარს-მეთქი? ზუსტად ამ დროს ტელეფონი ამოიღო და გადაღება დაიწყო. რომ იცოდეთ, ის ვიდეო, რაც გავრცელდა, არის გადაღებული ვიდეოს ალბათ ნახევარი, საიდანაც აწყობდათ, იქიდან მოჭრეს და დადეს, რადგან მანამდე ივერი მელაშვილს რამდენჯერმე აქვს ჩემთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყენებული.

 

მელაშვილს თან ერთი პიროვნება ახლდა და ჩემი მიმართულებით იქაჩებოდა, ხელის დარტყმას ცდილობდა, ჩემმა მეგობარმა და დაცვის თანამშრომელმა დააკავეს. როდესაც ის ინციდენტი მორჩა, მაგის მერეც გაგრძელდა მცირე კონფლიქტი და ის პიროვნება ისევ გამოექანა და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება უნდოდა, მაგრამ ვერ მოვიდა ჩემამდე, რადგან ირგვლივ ხალხი იყო. ვიდეოშიც ისმის თავიდან, როგორ მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ივერი მელაშვილი, შენნაირმა იდიოტებმა დაღუპეს ეს ქვეყანაო და ამაზე ჩემი პასუხი იმავე ვიდეოშიც კარგად ჩანს“, - განაცხადა ბაქარ ადამიამ.

 

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=146445

 

 

 

big_banner
არქივი