logo_geo
ბაქარ ადამია: ჩემს უფლებებს დავიცავ! დავუსრულებ მე მაგათ საბოლოოდ!
- +

6 თებერვალი. 2021. 16:49

 

 

„ვაპირებ, რომ სამართლებრივად მოვთხოვო პასუხი იმ ადამიანებს, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს ჩემს და კრიმინალს მეძახის და ჩემს შენს ოჯახს ეხება“, - ამის შესახებ ბაქარ ადამიამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ვმუშაობ ამ საკითხზე და ჩემს უფლებებს დავიცავ! ზოგადად, პირადად მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ ეგენი, რადგან არ მიცხოვრია ისე, რომ უკან მოხედვის შემეშინდეს, ან ვინმესთან მეგობრობის, ნაცნობობის მომერიდოს. არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვიცხოვრია ისე, რომ რამის შეგვეშინდეს. აქ იმ გაუგონარ დეზინფორმაციაზეა საუბარი, რითაც ჩემი უფლებები ირღვევა და ამ ყველაფერში ჩემს ოჯახს, ჩემს მცირეწლოვან შვილებს რთავენ! ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მივმართავ და სამართლებრივ დავასაც დავიწყებ, ბოლომდე გავყვები ამ საქმეს, თუ საჯაროდ არ მომიხდიან ბოდიშს და საერთოდ, ასეთი რაღაცეები უნდა იყოს ბოლო და უკანასკნელი, როცა ადამიანებს ასე ექცევიან - ჩაგრავენ, დეზინფორმაციას უვრცელებენ! ყველას ეშინია, რომ თუ ხმას ამოიღებენ, მერე ბოტები და სექტანტები გადაუვლიან და ზუსტად ასე ადუმებენ ხალხს. აი, ზუსტად ამას დავუსრულებ მე მაგათ საბოლოოდ, თუ ბოდიშს არ მოიხდიან და საერთოდ, არ შეწყვეტენ ასეთ ქმედებებს ადამიანების მისამართით!“ - განაცხადა ბაქარ ადამიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ და ამ დროისათვის გირაოთი გათავისუფლებულ ივერი მელაშვილს თავის პროტესტს ხმამაღლა უფიქსირებს. ეს პატრიოტი ახალგაზრდა ბაქარ ადამიაა.

 

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ბმულზე:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=146445

 

 

big_banner
არქივი