logo_geo
ბაქარ ადამია: ჩემი ცხოვრების წესი სპორტია, რომელიც გვძენს ისეთ ღირებულებებს, როგორზე გაზრდილი ახალგაზრდებიც გვარამიები არ გახდებიან!
- +

6 თებერვალი. 2021. 20:07

 

 

„ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ სპორტი გვაერთიანებს, ის არის სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანობის, კაცობის, მეგობრობის, გუნდურობის ერთ მუშტად შეკვრის თემა. ჩემი გეგმები ამ მიმართულებით მაქვს და განვახორციელებ, დანარჩენზე კი, რაც მკითხეთ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერს ვგეგმავ“, - ამის შესახებ ბაქარ ადამიამ „რეპორტიორთან“ მის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

 

„როგორც უკვე გითხარით, მე საერთოდ არ ვაპირებდი საჯაროობას, არც ვარ ისეთი პიროვნება, რომ ჩემგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან მივდიოდე და ვეუბნებოდე, რომ რადგან სხვა აზრზეა, ამიტომ ცუდი ტიპია. დავითგარეჯი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სწორედ ამ თემაზე არასწორად, მოღალატეობრივმა საუბრებმა გამოიწვია ჩემში პროტესტი. სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია არც ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, არც საკუთარის შექმნაზე. მე მაქვს ჩემი გეგმები, ვარ ყოფილი ფეხბურთელი, დღემდე ვარ სპორტით დაკავებული... იმავე თემებს გავაგრძელებ. ჩემი ცხოვრების წესი არის სპორტი, რადგან სპორტი არის ჯანმრთელი ადამიანების ერთობა, სპორტი გვაძლევს, გვძენს ისეთ ღირებულებებს, როგორზე გაზრდილი ახალგაზრდებიც მერე გვარამიები არ გახდებიან! ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ სპორტი გვაერთიანებს, ის არის სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანობის, კაცობის, მეგობრობის, გუნდურობის ერთ მუშტად შეკვრის თემა. ჩემი გეგმები ამ მიმართულებით მაქვს და განვახორციელებ, დანარჩენზე კი, რაც მკითხეთ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერს ვგეგმავ“, - განაცხადა ბაქარ ადამიამ.

 

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ბმულზე:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=146445

 

 

big_banner
არქივი