logo_geo
ანდრო გოგიბედაშვილი: გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, მალე წასულიყო, თითქოს თვითონაც იმავეს გრძნობდა
- +

9 თებერვალი. 2021. 11:39

 

ჟურნალ „თბილისელებთან“ ახლახან გარდაცვლილ ცნობილ ბაბუას, მომღერალ თემურ წიკლაურს მისი შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი იხსენებს:

 

„ეს არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის, არამედ ქვეყნის დანაკლისია. თემური ყველას უყვარდა და უკვე ძალიან გვენატრება… ლურჯ მონასტერში ერთად ვმსახურობდით. ამ მონასტერს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მე აქ მოვინათლე, ჩემმა მშობლებმაც აქ დაიწერეს ჯვარი და ბაბუაც აქ დავასვენეთ…

 

ბოლო პერიოდში ოპერაცია გაიკეთა, ცოტა რთული წელი ჰქონდა. ბოლო წლებში გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, მალე წასულიყო, თითქოს თვითონაც იმავეს გრძნობდა და ცდილობდა, ყველაფერი მოესწრო“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი