logo_geo
მეუფე ნიკოლოზი: წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ იმას, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს
- +

10 თებერვალი. 2021. 10:42

 

 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, არ შეიძლება წნეხის ქვეშ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ და ასევე ისინიც ვინც არ გაიკეთებენ.

 

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს.

 

„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ ნურც იმას ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს და ნურც იმას ვინც არ გაიკეთებს. თუ ეს თავისუფლება იქნება მაშინ ვინც უნდა გაიკეთოს, ვინც არ უნდა ნუ გაიკეთებს. არც ერთს არ ჩავუთვლი დიდ ცოდვაში. ჩემ პოზიცია ასეთია, ამას ვიტყვი სინოდზეც იმიტომ, რომ ეს სამედიცინო სფეროა და არა საღვთისმეტყველო“, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი