logo_geo
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი: პარტიული ტელევიზიები სრულიად ირეალურ სამყაროს ქმნიან და საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ
- +

17 თებერვალი. 2021. 02:53

 

 

„ღირებულებები არის ის, რითაც ადამიანები სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავდება. თითოეული ჩვენგანი ჩვენი ღირებულებათა სისტემა ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ“, - განაცხადა ფსიქოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

 

„სხვა საკითხია, ვის რა ღირებულებათა სისტემა აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სასიცოცხლო ღირებულებებისა და მოთხოვნილებების - კვებისა და გამრავლების საფუძველზე მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესია ცოცხალი ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს არაა საკმარისი პირობა. ამასთან, არიან ადამიანები, რომელთაც მეტი მოთხოვნილებები და სხვა განწყობები აქვთ - მაგალითად, შემეცნების, აზროვნების მოთხოვნილების მქონე ადამიანები. ასევე, არსებობენ ისინი, ვინც ამ პროდუქტს ქმნიან. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ფსიქოლოგიური გავლენის ინსტრუმენტებით, საზოგადოება მხოლოდ სასიცოცხლო, ვიტალურ, სხეულებრივ ღირებულებებამდე დაიყვანო. პირადად მე, ყველანაირად ვცდილობ, რომ საკუთარი თავი დავიცვა იმ საშინელი ზეგავლენიდან, რომელიც მოდის ნიუსებიდან, სერიალებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, შერჩევითი მიდგომა გვქონდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს განურჩევლად უსმენენ და ესაა განუზომელი დარტყმა. პარტიული ტელევიზიები სრულიად ირეალურ სამყაროს ქმნიან და საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ. ისეთი აქცენტები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამონტაჟებული ინფორმაცია აქვთ, რომ ქმნიან ილუზორულ სამყაროს. მახსენდება ცნობილი ფილმი, „გაზის შუქი“ (Gaslight), რომელიც ადამიანის ფსიქიკური დაავადების წინაპირობას ქმნის“ - განაცხადა თეა გოგოტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი