logo_geo
მიხეილ გიორგაძე: შევხვდები ყველა ხელმძღვანელსა და მსახიობს
- +

12 აპრილი. 2017. 17:24


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადაცემა „რეაქციაში" გამართულ დისკუსიაში, რომელიც მსახიობებისთვის ხელფასების შემცირებას ეხებოდა, განაცხადა, რომ „ქამრების შემოჭერის" პროცესი მხოლოდ მსახიობებს არ შეხებიათ. ასევე გადაცემაში გაისმა განცხადება იმის თაობაზე, რომ მინისტრთან შეხვედრა შეუძლებელია, რასაც მან პასუხი გასცა.


„თუ სსიპ-ებს, რომლებიც კულტურის სამინისტროს სისტემაში შედიან, 10%-ით შეუმცირდათ დაფინანსება, კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს 20%-ით შევუმცირეთ. მისი დაფინანსება წლიდან წლამდე მცირდება.

 

რაც შეეხება მსახიობთა იმ ბრალდებას, რომ ჩემთან შეხვედრა შეუძლებელია, ეს არის ტყუილი. კულტურის სამინისტრო არის სრულიად ღია ამ მხრივ და ეს პრეტენზია ჩემთვის მიუღებელია. განრიგი რომ ნახოთ, ნახევარი დღე ამგვარ შეხვედრებს ეძღვნება. სწორედ ასეთი შეხვედრების შემდეგ უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება. შევხვდები ყველა ხელმძღვანელსა და მსახიობს, ვისაც ამის სურვილი ექნება",  - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 


 

big_banner
არქივი