logo_geo
გივი სიხარულიძე: შეიძლება, ქალმა ისე გიერთგულოს და გაგიტანოს, რომ კაცსაც აჯობოს
- +

20 თებერვალი. 2021. 11:05

 

 

ზოგიერთმა ქალმა ისეთი მეგობრობა იცის, რომ კაცი ვერც შეედრება. შეიძლება, ქალმა ისე გიერთგულოს და გაგიტანოს, რომ კაცსაც აჯობოს“,  - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ ჟურნალ „გზასთან“ მეგობრობაზე საუბრისას აღნიშნა.

 

სავსებით შესაძლებელია, რომ ქალი და მამაკაცი მაგარი მეგობრები იყვნენ და ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ამას გეუბნებით მე - კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქალების ტრფიალს შევალიე.

 

ზოგიერთმა ქალმა ისეთი მეგობრობა იცის, რომ კაცი ვერც შეედრება. შეიძლება ქალმა ისე გიერთგულოს და გაგიტანოს, რომ კაცსაც აჯობოს.

 

ჩემს მაგალითზე გეტყვით: ლალი ბადურაშვილი, რომელიც გარდაიცვალა, ჩემზე უფროსი იყო და ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით.

 

ჩემი ნაღდი მეგობარი იყო ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლეილა აბაშიძე, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.

 

ჩემს მეგობრებს შორის უნდა დავასახელო ლიანა ასათიანი - ამ ულამაზეს ქალსაც, როგორც ღვიძლძმა და ნათესავი, ისე ვუყვარდი.

 

მეამაყება, რომ ეს ულამაზესი ქალები ჩემი საუკეთესო და ნამდვილი მეგობრები იყვნენ“, - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი