logo_geo
ზაქარია ქუცნაშვილი: პროსტიტუციის ან ადამიანის მოკვლის რეკლამირება შეიძლება?
- +

14 აპრილი. 2017. 13:22


 

„ვისაც ვიცნობ, მწეველი იქნება თუ არამწეველი, ყველა კმაყოფილია ამ კანონის მიღებით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.


„თამბაქოს მოწევა ჩვენს ქვეყანაში 2003 წლიდანაა შეზღუდული, ახლა კი რეგულაციების გამკაცრება მიმდინარეობს. მართალია, მე სიგარეტს არასდროს ვეწეოდი, მაგრამ ვისაც ვიცნობ, მწეველი იქნება თუ არამწეველი, ყველა კმაყოფილია ამ კანონის მიღებით. პარლამენტში ამ საკითხის გამო დიდი დისკუსია გვქონდა და ყველამ მხარი დაუჭირა, რომ დახურულ შენობებში მოწევა არ შეიძლება, რომ მავნე ზემოქმედების მქონე პროდუქტის რეკლამირება არ შეიძლება და ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში წამყვანი პრინციპია. მე თქვენ გეკითხებით - პროსტიტუციის ან ადამიანის მოკვლის რეკლამირება შეიძლება? აბა, რატომ არის მიღებული ისეთი პროდუქტის რეკლამირება, რომელიც ადამიანს კლავს, კიბოსა და სისხლის გათეთრებას იწვევს? ეს დაახლოებით იგივეა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ან იარაღით ვაჭრობა წავახალისოთ. ამავე დროს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, არამწეველთა უფლებებიც დავიცვათ. ამიტომაც ვამბობთ: პატივცემულო მწეველებო, სიგარეტის მოწევას არავინ გიკრძალავთ, მაგრამ იქ მაინც ნუ მოსწევთ, სადაც არამწეველები არიან. ხომ შეიძლება, გაბრძანდეთ ქუჩაში ან აივანზე და თქვენი სურვლი ისე დაიკმაყოფილოთ, რომ სხვა ადამაინებს ზიანი არ მიაყენოთ?" - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი