logo_geo
თემურ მიქელაძე: მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია...
- +

22 მარტი. 2021. 19:58

 

პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე აცხადებს, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემია და კომპანია "მოდერნა" ერთობლივ კვლევას ატარებენ, რა ასაკის მოზარდებში ჩატარდება ვაქცინაცია თავდაპირველად.

 

"მიმდინარეობს კვლევა 12-დან 18 წლამდე ასაკის ჯგუფებში და იგივე გადავა 6 წლის შემდგომ ჯგუფებში. ეს არის ამერიკის პედიატთა აკადემიის და კომპანია"მოდერნას" ერთობლივი კვლევა და პირველ რიგში იქნება 12-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები,"- აღნიშნა თემურაზ მიქელაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე იმუნიზაციის ასაკის დაწევა მნიშვნელოვანია, რადგან შემთხვევების უმრავლესობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში დაფიქსირდა.

 

"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რატომ დაიწია ვაქცინაციის ასაკი 65 წლამდე. სახელმწიფო მიყვება იმ გეგმას, რაც შეიმუშავა და აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ, რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები, სადაც ფატალურად დასრულდა იმ 3 700 შემთხვევიდან რაც გვაქვს, იყო 65 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები, ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია,"- აღნიშნა "დღის კურიერში" პედიატრმა თეიმურაზ მიქელაძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი