logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ის კორონავირუსის შტამები, რაც ახლა შეიქმნა, ვირუსის დასუსტებაზე არ მიუთითებენ
- +

30 მარტი. 2021. 00:13

 

კორონავირუსის ახალი შტამები ვირუსის დასუსტებაზე არ მიუთითებენ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„თუ ვაქცინაცია დროის მოკლე მონაკვეთში არ იქნება წარმატებული, არა მარტო ერთ ლოკალურ ქვეყანაში, არამედ გლობალურად, არის იმის შანსი, რომ რაც უფრო მეტ ადამიანში იცირკულირებს ვირუსი, ადამიანიდან ადამიანზე გადასვლისას ის გადაცემის პროცესში რაღაც შეცდომებს დაუშვებს, ზუსტად ამ მოვლენას მუტაცია ჰქვია.

 

მუტაცია ორ ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ, ერთი მხრივ იყოს გაუარესება, როგორც გაძლიერება ამ ვირუსის, მეორე მხრივ როდესაც ამ მუტაციის დროს ვირუსი შესუსტდეს კიდეც.

მაგრამ, ის კორონავირუსის შტამები, რაც ახლა შეიქმნა ვირუსის დასუსტებაზე არ მიუთითებენ. მათი გადადების უნარი უფრო გამარტივებულია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი