logo_geo
ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესზე: ჩვენი ამოსავალი წერტილია, როცა საგზაო სამუშაოები დასრულდება, ის სრულიად უსაფრთხო იყოს
- +

1 აპრილი. 2021. 00:11

 

 

„მერიის შესაბამის ვებგვერდებზე ეს არეალი მეწყერსაშიშად მანამდეც იყო მონიშნული. ასევე გასული წლის სექტემბერში საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას გვქონდა მსგავსი შემთხვევა, ოღონდ მაჭავარიანის გზის ქვედა ნაწილზე, სადაც იყო გარკვეული მიწის მასების გადაადგილება და სწორედ თავიდანვე, სანამ საგზაო სამუშაოებს დავიწყებდით, როდესაც მიმდინარეობდა დეტალური პროექტირება, გეოლოგია, ამ ყველაფრის ექსპერტიზა, იქაც იყო ეს ყველაფერი მითითებული, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული რისკები, მეწყერული პროცესები განვითარდეს, ამიტომ მივიღეთ დამატებითი საინჟინრო გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ საკითხზე მერიას თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია და შესაბამისად პროექტირება მოხდა არსებული რეალობის გათვალისწინებით.

 

„ეს არ ყოფილა სიურპრიზი. საგზაო სამუშაობის მიმდინარეობის დროს გარკვეული მიწის მასების გადაადგილება შეინიშნებოდა, მაგრამ არა იმ ადგილზე, რომელზეც ახლაა საუბარი. ეს მაშინ საგანგაშო არ იყო.

მოხდა ამ მიწის მასების დასტაბილურება. ე.წ. ხიმინჯოვანი მეთოდით შესაბამისი კედლების მშენებლობა. პირველი ამოცანა არის ის, რომ, როდესაც ეს საგზაო სამუშაოები დასრულდება, იყოს სრულიად უსაფრთხო გადაადგილებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი